Thursday, June 18, 2009

მსოფლიოს 7 საოცრება

მოამზადა:
7 კლასის მოსწავლემ
დავით ბლიძემ

ხეოფსის პირამიდები

ხეოფსის (ხუფუს) პირამიდა - შვიდი საოცრებიდან ერთერთი, ყველაზე დიდი პირამიდა.მისი მშენებლობა ჩვენ წელთაღრიცხვამდე 26-ე საუკუნეში დაიწყო.პირამიდის სიმაღლე 147 მეტრი იყო, მაგრამ დღეს დღეობით ის 136 მეტრია. მისი თითოეული გვერდის სიგრძე 233 მეტრია. 1 კილომეტრის გავლა სჭირდება იმას რომ შემოუარო ამ პირამიდას.

ამ პირამიდის მშენებლობისას ეგვიბტელებმა საოცარი არქიტექტორული ცოდნა გამოიყენეს, ეს კი იმაში გამოიკვეთება, რომ მასში გამოყენებული ლოდები იდეალურად ჯდება ერთმანეთში. მასზე დაახლოებით 2,300,000 ლოდი დაიხარჯა. მისმა მშენებლობამ 20 წელიწადს გასტანა და მასში ჩართული იყო დაახლოებით 100 ათასი მუშა. ხეოფსის პირამიდა ერთადერთია იმ შვიდი საოცრებიდან, რომელიც შემორჩა. ის დღესაც ითვლება არქიტექტურის საუკეტესო ნიმუშად.

საინტერესო ცნობები

  • ნაპოლეონი ამბობდა: რაც კი ლოდი დაიხარჯა ხეოფსის პირამიდის მშენებლობაში, მთელ საფრანგეთს გალავანს გაუკეთებდაო

ბაბილონის ბაღები

ბაბილონის დაკიდული ბაღები არის ქალაქ ბაბილონში ნაბუქოდონოსორის მიერ აგებული შენობა, რომელშიც ათასგვარი მცენარე ხარობდა. შენობა ოთხიარუსიანი იყო. მას დააყარეს იმ სისქე მიწა, რომ ყველაზე დიდ მცენარეებსაც შეეძლოთ ეხარათ. მისთვის შორეული ქვეყნებიდან მოჰქონდათ ლამაზი მცენარეები. სარწყავი სისტემა წყალსაცავიდან მილების საშუალებით წყალს ოთხივე აირუსს აწვდიდა. დაკიდულმა ბაღებმა ჩვენამდე ვერ მოაღწია. ძველმა ბერძნებმა დიდი შეცდომა დაუშვეს, როდასაც დაკიდული ბაღების აგება დადოფალ სემირამიდას დაუკავშირეს. დედოფალი სემირამიდა მოღვაწეობდა ძვ. წ. მე-9 საუკუნეში. შენობა კი ნაბუქოდონოსორმა მე-6 საუკუნეში ააგო დედოფალ ამიტასათვის.

ეფესოს ტაძარი

არტემიდას ტაძარი (ბერძნ. 'Artemision, ლათ. Artemisium), ასევე ეფესოს ტაძარი, დიანას ტაძარიმსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან ერთ-ერთი, ბერძნული ქალღმერთი არტემიდასადმი მიძღვნილი ტაძარი ეფესოში; აგებულია დაახ. ძვ. წ. 550 წელს სპარსეთის იმპერიის აქამენიდთა დინასტიის მმართველობის პერიოდში. ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზეა.

არტემიდას ტაძრის ადგილი ეფესოში, თურქეთი; რამდენიმე სვეტის ნარჩენის გარდა თავდაპირველი ტაძრისგან არაფერი შემორჩა.

თავდაპირველი ტაძრისგან დღემდე არაფერის შემორჩენილა. იგი მშენებლობის დამთავრებიდან მალევე განზრახ გადაწვა ვინმე ჰეროსტრატოსმა, მას ასეთი სრულყოფილების განადგურებით თავისი სახელის უკვდავყოფა სურდა. ის დაიჭირეს და სასტიკი წამების შემდეგ სიკვდილით დასაჯეს. ამის შემდეგ, ჰეროსტრატეს სახელი ამოიშალა ყველა ”დოკუმენტიდან”, ამ ამბის მოყოლა ან მისი სახელის ხსენება ეკრძალებოდა ყველას, მათ შორის ყველა სახის მემატიანეს. რამოდენიმე საუკუნის განმავლობაში, მისი სახელის ხსენება სიკვდილით ისჯებოდა. მაგრამ როგორც ჩანს ჰეროსტრატემ მიზანს მიაღწია, ყოველ შემთხვევაში თავისი ქმედების შემდგომი 25-26 საუკუნის განმავლობაში მაინც.



ზევსის ქანდაკება

ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში შვიდი საოცრებიდან ერთერთი. ფიდიოსის ნამუშევარი, დამზადებულია ხისგან და მოპირქეთებულია ოქროთი და სპილოს ძვლით.. ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში – ერთადერთი მსოფლიო საოცრებაა, რომელიც ევროპის კონტინენტზე აღმოჩნდა.

ბერძნებმა არ აღირსეს ელადას არც ერთ ტაძარი როგორც მსოფლიოს საოცრება და ოლიმპიის საოცრებად აღიარებისას, მათ აირჩიეს არა მთლიანად ტაძარი, არამედ მხოლოდ შიგნით მდგარი ქანდაკება.


ზევსი ოლიმპიასთან პირდაპირ კავშირში იყო. ამ ადგილების ყველა მცხოვრებს შესანიშნავად ახსოვდა, რომ სწორედ აქ დაამარცხა ზევსმა სასტიკი კრონოსი, თავისი ღვიძლი მამა, რომელმაც ძალაუფლების დაკარგვის შიშით დაიწყო თავისი შვილების შეჭმა. ზევსი გადარჩა ისევე, როგორც გარადჩებოდა ნებისმიერი ხალხის ზღაპრული გმირი: ყოველთვის გამოჩნდება კეთილი გულის პატრონი, რომელსაც შეეცოდება ბავშვი. კრონოსის ცოლმა, რეამ, მიართვა მას ზევსის მაგივრად ლოდი, რომელიც კრონოსმა გადაყლაპა. ეტყობა, კრონოსი მთლიანად ყლაპავდა თავის შვილებს. როდესაც ზევსი წამოიზარდა და დაამარცხა მამა, მან გაათავისუფლა ყველა თავისი და-ძმა: ჰადესი, პოსეიდონი, დემეტრა...

ოლიმპიური თამაშები დამტკიცებული იყო ამ მოვლენის საპატივცემულოდ და იწყებოდა ზევსისთვის მსხვერპლშეწირვით.


ოლიმპიის მთავარი სათაყვანო იყო ზევსის ტაძარი დიდი ფიდიასის მიერ გაკეთებულ ქანდაკებასთან ერთად. ფიდიასი ცნობილი იყო არა მარტო ზევსის ქანდაკებით ოლიმპოში, არამედ აგრეთვე ათენას ქანდაკებით პართენონში და რელიეფებით მის კედლებზე. პერიკლესთან ერთად ფიდიასმა შეიმუშავა ათენის გარდაქმნისა და გალამაზების გეგმა, რაც მას ძვირად დაუჯდა: მისი ძლევამოსილი მეგობრისა და მფარველის მტრები მისი მტრები გახდნენ. მათი შურისძიება ბანალური და ბინძური იყო, მაგრამ მოსახლეობას სკანდალი სწყუროდა: ფიდიასს ბრალი დასდეს პართენონში ათენას ქანდაკების შენებისას ოქროსა და სპილოს ძვლის დამალვაში.

მოქანდაკეს სახელი შურის მაძიებლებზე უფრო ძლიერი აღმოჩნდა. ელადას მაცხოვრებლებმა შეიტანეს მასთვის გირაო, ათენელებმა კი ეს საბაბი საკმარისად მიიჩნიეს იმისთვის, რომ ფიდიასი ოლიმპიაში სამუშაოდ გამოეშვათ. რამდენიმე წელი ფიდიასი ოლიმპიაში ცხოვრობდა. იგი აშენებდა ქანდაკებას _ მასალით სინკრეტულს, ჩვენთვის კი აღწერებისა და მონეტებზე გამოსახულებების მიხედვით ცნობილს.


ზევსის ქანდაკება იმყოფებოდა ტაძარში, რომლის სიგრძე 64 მეტრს აღწევდა, სიგანე – 28-ს, შიგნითა სათავსის სიმაღლე კი 20 მეტრს შეადგენდა. დარბაზის ბოლოს მჯარი ზევსი თავით ჭერს ებჯინებოდა. წელს ზევით შიშველი ზევსი ხისგან იყო დამზადებული. მის ტანს მოვარდისფრო, თბილი სპილოს ძვლის ფირფიტები ფარავდა, სამოსს _ ოქროს ფოთლები, ცალ ხელში მას ნიკეს, გამარჯვების ქალღმერთის, ქანდაკება ეჭირა, მეორე ხელით კი იგი მაღალ კვერთხს ეყრდნობოდა. ზევსი იმდენად დიდებული იყო, რომ როცა¦ფიდიასმა სამუშაო დაასრულა, ის მივიდა ქანდაკებასთან, რომელიც თითქოს მიცურავდა ტაძრის შავი მარმარილოს იატაკზე, და იკითხა: “კმაყოფილი ხარ, ზევს?” პასუხად ჭექა-ქუხილის ხმა გაისმა და იატაკი გაიბზარა ქანდაკების ფეხებთან. ზევსი კმაყოფილი იყო.

შემორჩა აღწერა ზევსის სავარძლისა, რომელიც სპილოს ძვლის ბარელიეფებითა და ღმერთების ოქროს ქანდაკებებით იყო დამშვენებული. ტახტის გვერდითა კედლები მოხატული იყო მხატვარ პანენასის (ფიდიასის ნათესავისა და თანაშემწეს) მიერ. შედეგად, ბიზანტიელმა იმპერატორებმა გადაიტანეს ქანდაკება კონსტანტინეპოლში ყველა სიფრთხილის დაცვით. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ქრისტიანები იყვნენ, ზევსზე ხელი ვერავინ აღმართა. ქრისტიანმა ფანატიკოსებმაც კი, კერპთაყვანისმცემლობის მტრებნა, ვერ გაბედეს ქანდაკების დანგრევა. ბიზანტიელი იმპერატორები უფლებას აძლევდნენ საკუთარ თავს,¦მაღალი ხელოვნებისთვის ეცათ პატივი. მაგრამ, ქრისტიანობის მქადაგებლების სასიხარულოდ, ღმერთმა დასაჯა თავისი წარმართული მეტოქე და განურისხდა ჭეშმარიტების გზას აცდენილ იმპერატორებს. ჩვენი წელთაღრიცხვით V საუკუნეში იმპერატორ თეოდოს II-ს სასახლე დაიწვა. ხის ქანდაკება გახდა ცეცხლის მსხვერპლი: ფიდიასის ქმნილებისგან დარჩა მხოლოდ რამდენიმე დანახშირებული ძვლის ფირფიტა და გამდნარი ოქროს ბზინები.

ასე განადგურდა მსოფლიოს მეშვიდე საოცრება...

როდესაც ძეგლისგან აღარაფერი რჩება, ყოველთვის ჩნდება ცდუნება, მისი არსებობა ადამიანის წარმოსახვას მიეწეროს. მსგავსი ხვედრი არ ასცდა ზევსის ქაანდაკებასაც, მით უმეტერ როდესაც მისი ასლები არ შენარჩუნდა.

იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ, რომ ქანდაკება მართლაც არსებობდა და იყო ზუსტად ისეთი, როგორსაც მას თანამედროვენი აღწერდნენ, საჭიროა მოვიძიოთ მისი შექმნის არაპირდაპირი დამამტკიცებელი ფაქტები მაინც.

უკვე ჩვენს დროში ცდილობდნენ ფიდიასის სახელოსნო ეპოვათ. ასეთი ქანდაკების აშენება ითხოვდა მუშაობის არაერთ წელიწადს, ამიტომ ფიდიასს და მის თანაშემწეებს სჭირდებოდათ სოლიდური შენობა. ზევსის ქანდაკება არ იყო მარმარილოს ბელტი, რომლის დატოვება ზამთარში ღია ცის ქვეშ შეიძლებოდა.

ოლიმპიაში გათხრების მწარმოებელი გერმანელი არქეოლოგების ყურადღება მიიპყრო ბიზანტიურ ქრისტიანულ ეკლესიად გადაკეთებული ანტიკური ტაძრის ნარჩებნებმა. შენობის გამოკვლევის შედეგად, ისინი დარწმუნდნენ იმაში, რომ სწორედ აქ იყო განლაგებული სახელოსნო – ქვის ნაგებობა, რომელიც ოდნავ თუ ჩამორჩებოდა თვითონ ტაძარს. მასში იპოვეს მოქანდაკეთა და იუველირთა სამუშაო იარაღები და სამსხმელო “საამქროს” ნარჩენები. მაგრამ ყველაზე საინტერესო აღმოჩენები გაკეთებულია სახელოსნოს მეზობლად – ორმოში, რომელშიც საუკუნეების მანძილზე ოსტატები აგდებდნენ ნარჩენებსა და ქანდაკებების დაბრაკულ ნაწილებს. იქ ნაპოვნია ზევსის ტოგის ჩამოსხმული ფორმები, სპილოს ძვლის უამრავი ფირფიტა, ნახევრად რძვირფასი თვლების ნატეხები, ბრინჯაოსა და რკინის ლურსმნები – მოკლედ, სრული და უდავო დამტკიცება იმისა, რომ სწორედ ამ სახელოსნოში შექმნა ფიდიასმა ზევსის ქანდაკება, თანაც ზუსტად ისეთი, როგორის აღწერასაც ვფლობდით. და ბოლოს, ნარჩენების გროვაში არქეოლოგებმა იპოვეს დოქის ძირი, რომელზეც იყო წარწერა: “ვეკუთვნი ფიდიასს”.


ჰალიკარნასის მავზოლეუმი

მავსოლეუმის მოდელი
ჰალიკარნასის მავზოლეოუმი აშენდა ჰალიკარნასის ერთ-ერთი მეფის საპატივსაცემლოდ. სამწუხაროდ ამ შენობამ ჩვენამდე ვერ მოაღწია.

როდოსის კოლოსი

როდოსის კოლოსი არის შვიდი საოცრებიდან ერთერთი. მზის ღმერთის — ჰელიოსის უზარმაზარი ქანდაკება, რომელიც იდგა კუნძულ როდოსზე. როდოსელთა რწმენით ჰელიოსი ქალაქს მფარველობდა და ბერძნებს მტერთან ბრძოლაში ეხმარებოდა. როდოსის კოლოსი აგებულია ძვ. წ. III საუკუნეში.

ჰელიოსის ქანდაკება თეთრი მარმარილოს კვარცხლბეკზე იდგა. მას გვირგვინით შემკობილი ახალგაზრდა ჭაბუკის სახე ჰქონდა. მისი სიმაღლე 37 მეტრი იყო. ძვ. წ. 227 წელს კუნძულ როდოსზე მიწისძვრა მოხდა, რომელმაც როდოსის კოლოსი მთლიანად დაანგრია. სამწუხაროდ არ გადარჩა მისი მცირე ნაწილიც კი.

ალექსანდრიის შუქურა

ალექსანდრიის შუქურა (აგრეთვე ცნობილი როგორც ფაროსი, ბერძ. Φάρος - შუქურა) მდებარეობდა ალექსანდრიაში, ეგვიპტე, აშენდა ძვ.წ. მე-3 საუკუნეში და მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან ერთ-ერთად მიიჩნევა. მან ფუნქციონირება შეწყვიტა და თითქმის სრულიად დაინგრა მე-14 საუკუნეში მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად. მისი ნარჩენები ნაპოვნი იქნა მყვინთავების მიერ 1994 წელს, შემდეგ კი სატელიტური ფოტოებით შუქურის დანარჩენი ნაწილები აღმოაჩინეს. შუქურის კოშკი სავარაუდოდ 134 მეტრის სიმაღლის უნდა ყოფილიყო, და იმ დროისთვის დედამიწაზე არსებული ადამიანის მიერ აგებული ყველაზე მაღალი ნაგებობა უნდა ყოფილიყო.

თეთრი ქვის ბლოკებით ნაგები კოშკი სამი ნაწილისგან შედგებოდა: ქვედა მართკუთხა პლატფორმა ცენტრალური ფუნდამენტით, შუა ოქტაგონური სექცია, და მაღლა კი, მრგვალი სექცია. შუქურის თავში დიდი სარკე იყო დამონტაჟებული, რომელიც დღის განმავლობაში მზეს ირეკლავდა, ღამე კი ცეცხლს ანთებდნენ. როგორც ალექსანდრიის ზარაფხანის რომაულ მონეტებზეა აღბეჭდილი, შუქურის პლატფორმის ოთხივე კუთხეში ტრიტონის ქანდაკებები იდგა. ასევე, რომაულ პერიოდში, კოშკის თავზეც უნდა მდგარიყო ერთი ქანდაკებამოგვიანებით, მრავალი ადრეული ისლამური მეჩეთის მინარეთთა დიზაინი ფაროსის მსგავსი სამ-სექციანი პროექტით იქმნებოდა, რაც შუქურის დიდ არქიტექტურულ ზეგავლენაზე მეტყველებს.


Monday, June 8, 2009

მსოფლიოს 7 საოცრება

გინდათ იხილოთ ძველი მსოფლიოს 7 საოცრება მობრძანდით ჩვენს ბლოგერზე. ძველი მსოფლიოს 7 საოცრებებია:1.ხეოფსის პირამიდა
2.ბაბილონის ბაღები
3.ეფესოს ტაძარი
4.ზევსის ქანდაკება
5.ჰალიკარნასის მავზულეუმი
6.როდოსის კოლოსი
7.ალექსანდრიის შუქურა
სამწუხაროდ ამ საოცრებებიდან მხოლოდ ხეოფსის პირამიდაა დარჩენილი. დანარჩენებისაგან ნანგრავები ან საერთოდ აღარაფერია დარჩენილი. ისე გადმოცემებით ცნობილია რომ შვიდივე საოცრება ძალიან დიდი და ლამაზი იყო.